суббота, 29 мая 2010 г.

OSHO



მოლა ნასრედინი მოკვდა. მისმა ორმა მოწაფემ ამის გამო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რა უნდა ექნათ მათ ოსტატის გარეშე? მოლა მიუძღვოდა მათ, მოწაფეებიც მისდევდნენ მის კვალს და სამივემ ერთად დააკაკუნა იმქვეყნის მშვენიერ კარებს. ნასრედინმა თქვა: “შეხედეთ, ეს არის ის, რასაც შეგპირდით, მე მუდამ ვასრულებ დაპირებას. ჩვენ სამოთხეში მოვხვდით.” გამცილებელმა ისინი მშვენიერ სასახლეში შეიყვანა და უთხრა: “ამიერიდან აქ იცხოვრებთ, რაც არ უნდა მოგინდეთ, მთხოვეთ და თქვენი სურვილი დაუყონებლივ შესრულდება.” მოლამ მოწაფეებს ისევ გაუმეორა: “ხედავთ, რაც გითხარით, შეგისრულეთ.” შვიდი დღე ცხოვრობდნენ იქ აღფრთოვანებულები, რადგან მათი ყველა სურვილი დაუყონებლივ სრულდებოდა. მეშვიდე დღეს იმედი გაუცრუვდათ. როცა რაღაც ძალიან იოლად გეძლევათ, ვერ ტკბებით ამით, ხოლო როცა რაღაცას ღებულობთ ისე სწრაფად, რომ სურვილსა და შესრულებას შორის შუალედი არ არის, ყველაფერი მოგბეზრდებათ. აი, რატომ ბეზრდებათ მდიდრებს ასე ყველაფერი. ღარიბს შეუძლია, ზოგჯერ იცეკვოს კიდეც, მაგრამ მდიდარს – არასოდეს. შეხედეთ მეფეებს. ისინი უსიცოცხლონი არიან. მათ ყველაფერი ბეზრდებათ იმიტომ, რომ ყველაფერზე ხელი მიუწვდებათ. ეს დიდი პრობლემაა, უფრო დიდი, ვიდრე უქონლობა ან უკმარისობა. მოლა ნასრედინი და მისი ორი მოწაფე შვიდი დღის განმავლობაში ტკბებოდნენ მშვენიერი ქალებით, ძვირფასი ღვინოებით, საუკეთესო საჭმლითა და ძვირფასი ტანსაცმლით. ცხოვრობდნენ იმპერატორებივით. მაგრამ მერე? მეშვიდე დღეს მოლამ სთხოვა თავიანთ მეგზურს: “გვინდა ქვემოთ ჩავიხედოთ, მიწაზე. გვინდა ფანჯარა, რომ დავინახოთ, იქ რა ხდება.” მეგზურმა ჰკითხა: “რაში გჭირდებათ?” მოლამ უთხრა: “რათა კვლავ გაგვიჩნდეს ინტერესი და სურვილები გაგვიღვიძოს.” მეგზურმა გააღო ფანჯარა და ისინი ქვემოთ გადაახედა. მათ დაინახეს ხალხი. დაინახეს, როგორ იბრძვიან ისინი მთელი ცხოვრება და რა ცოტას აღწევენ. ამ კონტრასტის გამო ნასრედინსა და მის მოწაფეებს ისევ მოშივდათ. მომდევნო კვირაში კვლავ ნეტარებდნენ, მაგრამ ისევ მობეზრდათ ყველაფერი. ახლა ძველი წამალი აღარ გამოდგებოდა. ისევ მიწიერი სამყაროს დანახვა ვეღარ უშველიდა. ამ ყველაფრის აღქმა მათთვის უკვე ძნელი იყო და ნასრედინმა მეგზურს უთხრა:“ახლა კიდევ ერთი უგუნური სურვილი მაქვს. გვინდა, რომ ჯოჯოხეთის კარი გაგვიღო. ჩავიხედავთ იქ და ისევ დაგვიბრუნდება სურვილი. მაგრამ ერთი საშიშროება არსებობს, ამის შემდეგ რაღას ვიზამთ?” მეგზურმა გაიცინა და უთხრა: “როგორ ფიქრობთ, აბა, ახლა სადა ხართ?” ისინი ჯოჯოხეთში იყვნენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий