суббота, 29 мая 2010 г.

CHDP Insight


სადაც არის სიცოცხლე, დაწყებული მცენარეებით და ცხოველებით (იმიტომ რომ ისინიც ცხოვრობენ), იქ სიყვარულიც სუფევს. ნებისმიერი სიცოცხლე ღმერთის საწყისია და მას წარმოადგენს. ვინც ხედავს წარმომადგენელს, ის წარმოდგენასაც აღიქვამს. ნებისმიერი სიცოცხლე ძალიან ძლიერ გრძნობს სიყვარულს. ის უსულო ობიექტებიც კი, როგორებიც არიან მაგალითად ყვავილები, რომლებიც არაცნობიერნი არიან, მათაც ესმით, გიყვართ თუ არა თქვენ ისინი. არაცნობიერი სიცოცხლეც ზეგავლენას ახდენს ადამიანზე რაღაცნაირად და პასუხს სცემს მას, მის ქცევისაგან გამომდინარე. რასაც დათესავ, მაგას მოიმკი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ, თუ დათესავ ხორბალს, მიიღებ მარტო ხორბალს. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ დათესავ ხორბალს. თესვის პროცესი შეიძლება პირდაპირ კონაში გარდაიქმნას. ერთი და იმავე ნიადაგზე სხვადასხვა ადამიანებმა შეიძლება ერთი და იგივე თესლი ჩაყარონ, მაგრამ შედეგი სხვადასხვა იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ მარცვლებია. ადამიანი რა თქმა უნდა უფრო მგრძნობიარეა ვიდრე ხორბლის მარცვლები, იმის მიმართ რასაც მასში თესავენ. ცხოველებიც მგრძნობიარენი არიან, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანზე ნაკლებად. მაგალითად მისტერ ნ. დაავალეს ცხოველების მოვლა პატრონობა. მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაიხოცა, ქათმებმა ნაკლები კვერცხი დადეს და ა.შ. ძროხაც კი ნაკლებ რძეს იძლევა, თუ ის არ გიყვართ. განსხვავება გასაკვირია. ადამიანი მეტად მგრძნობიარეა ვიდრე ძროხა, მაგრამ არაცნობიერად. აქედან გამომდინარეობს ის, რომ თუ თქვენ ვიღაც არ გიყვართ და მის მიმართ ცუდათ ხართ განწყობილი, ეს იმას ნიშნავს რომ, იმ ვიღაცამ თქვენში ცუდი მარცვალი დათესა. იმას ვისაც სურს შეიყვაროს ახლო ადამიანი, მან ჯერ ცხოველების და მცენარეების სიყვარული უნდა შესძლოს. ვისაც არ უყვარს ცხოვრება, მას არ უყვარს ღმერთი. ადამიანების პირდაპირ შეყვარება შეუძლებელია, იმიტომ რომ, ისინი თქვენ გვანან და საპასუხო შეტევაზე გადადიან. ცხოველი კი ყოველგვარი რეაქციის გარეშე გემორჩილებათ. ამიტომ, აქედან გამომდინარე ადვილია დაიწყოთ ცხოველების შეყვარებით. ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავთან მუშაობს, უნდა გაიგოს ის რომ მისი შეცვლა მხოლოდ გარე სამყაროსადმი დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий